საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად დიასპორის დღეებთან დაკავშირებით 28 მაისს მუშტაიდის ბაღში "თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოების" გამოფენა მოაწყო.
     გამოიფინა როგორც პირველი რესპუბლიკის გერბი და დროშა აგრეთვე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები. 
     ჰერალდიკურმა გამოფენამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფორუმში მონაწილე საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურთა შთამომავლებში.
     როგორც მოგეხსენებათ, 27-28 მაისს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, დიასპორის დღეების ფარგლებში მართავს მეორე დიასპორულ პროფესიულ ფორუმს „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს"


ფოტოები

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი