საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლები თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძე და ანალიტიკის სამსახურის უფროსი დავით ჩხეიძე ბელგიაში - ფლანდრიის ჰერალდიკის საბჭოს პრეზიდენტს ლუკ დუერლოს და საბჭოს წევრებს შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და ფლანდრიის ჰერალდიკის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი - მემორანდუმი ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას სხვადსხვა საკითხებში. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდდომარის მოადგილემ, კოლეგებს - ჰერალდიკის საბჭოს მუშაობის ძირითადი მიმართულებები გააცნო: ისაუბრა საქართველოს ჰერალდიკის ისტორიაზე, ტერიტორიული და მუნიციპალური ჰერალდიკის შესახებ საქართველოში, ჰერალდიკის საბჭოს ამჟამინდელ საქმიანობაზე და მომავალ პროექტებზე.

ფოტო მასალა

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი