საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ეგიდით 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა  ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია, -  თემაზე „ისტორიული სიმბოლოები თანამედროვე ჰერალდიკაში და ვექსილოლოგიაში"   კონფერენციას დაესწრნენ  და წარმოადგინეს პრეზენტაციები ბელგიელმა, კანადელმა, პოლონელმა, ამერიკელმა, ირლანდიელმა, ჩეხმა, მაკედონიელმა, ესპანელმა,  ჰერალდიკოსებმა და ვექსილოლოგებმა. 
      კონფერენციის ფარგლებში, 1 ოქტომბერს, მსოფლიო ვექსილოლოგიის დღეს, (WORLD VEXIDAY 2016)  ქალაქ მცხეთაში, ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა გონგაძემ, საერთაშორისო ვექსილოლოგიური ასოციაციების პრეზიდენტმა მიშელ ლუპანმა და ქალაქ მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ მერიის შენობის წინ აღმართეს საქართველოს სახელმწიფო დროშა, ევროკავშირის და ჰერალდიკის საბჭოს დროშები.
      კონფერენციის პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლე და პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო გერბისა და სახელმწიფო დროშის ეტალონებს.

 

ფოტო მასალა


 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი