სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის ლოგოს დიზაინის შექმნაზე

პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს - სტუდენტს, პროფესიონალ დიზაინერს, დიზაინერთა ჯგუფს, სარეკლამო კომპანიას/სტუდიას.

ინფორმაცია ჰოსპიტლის შესახებ:

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი წარმოადგენს მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ატარებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰოსპიტალის ტერიტორიაზე დაღუპული ექიმი-ტრავმატოლოგის გიორგი აბრამიშვილის სახელს.

ჰოსპიტლის მიზანს წარმოადგენეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების, კადეტების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი კომპენსაციის/პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) სამედიცინო მომსახურებას. პარალელურად, დაწესებულება აწვდის სამედიცინო სერვისს თავდაცვის სისტემის გარეთ ნებისმიერ მოქალაქეს, შესაბამისი სადაზღვეო საგარანტიო დოკუმენტაციის საფუძველზე ან შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. 


მოთხოვნები:

 

  • კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ლოგოტიპის 2 ნიმუში - ქართული და ინგლისური შესაძლებელია ორენოვანი ვარიანტის დამზადებაც. სასურველია სამხედრო ჰოსპიტალის არასრული სახელწოდების გამოყენება, თუ იგი ლოგოს ერთიანი აღქმის და კონცეფციის ნაწილი იქნება (სამხედრო ჰოსპიტალი, Military Hospital);
  • ლოგოს ესკიზი უნდა ასოცირდებოდეს სამხედრო ჰოსპიტალის საქმიანობის სპეციფიკასთან;
  • ლოგოს ესკიზში უნდა ფიგურირებდეს საერთაშორისო სამედიცინო სიმბოლიკა ან მისი შემადგენელი ნაწილი;
  • ლოგოს ესკიზში შესაძლებელია (მაგრამ არააუცილებელი) სამხედრო თემატური სიმბოლოს გამოყენება;
  • ლოგოს ესკიზი უნდა იყოს მარტივი, ადვილად აღქმადი და ესთეტიური, ორიგინალური, არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს და არ იწვევდეს მცდარ ასოციაციებს;
  • ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგოს ესკიზი მარტივად უნდა თავსდებოდეს ნებისმიერ დასაბრენდ პროდუქციაზე. ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი და დასამუშავებელი. უნდა აღიქმებოდეს როგორც მცირე (2სმx2სმ), ასევე დიდი ზომის მასალაზე დატანის შემთხვევაში.

წარმოდგენის ფორმა:

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ლოგოტიპის როგორც ფერადი, ისე შავ-თეთრი ნიმუშები. ნამუშევრების გადმოგზავნა უნდა მოხდეს ელფოსტით მისამართზე: hospital@mod.gov.ge. თუკი 2 სამუშაო დღეში ვერ მიიღეთ დამადასტურებელი წერილი ფაილის მიღების თაობაზე, ე.ი. თქვენი წერილი ადრესატამდე არ მისულა.

საკონკურსო მასალა კონკურსანტებმა უნდა გადმოაგზავნონ JPEG/PNG ფორმატით, საბოლოოდ კი - ვექტორულ ფაილში.


შესრულების ვადა: 
კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2017 წლის 7 აპრილის 18:00 საათისა, დაგვიანებული ესკიზები აღარ მიიღება.

 

საპრიზო თანხა:

კონკურსის გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გადაეცემა ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.

გისურვებთ წარმატებას!