28 მარტს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში შედგება სამხედრო ისტორიკოსის, ისტორიის დოქტორის მამუკა წურწუმიას მონოგრაფიის პრეზენტაცია.
     მამუკა წურწუმიას ნაშრომი გახლავთ ფეოდალური საქართველოს ლაშქრის ტაქტიკისა და შეიარაღების კომპლექსური შესწავლის პირველი ცდა ქართულ ისტორიოგრაფიაში. ნაშრომში თავმოყრილი და გაანალიზებულია 800 წლის მანძილზე არსებული ცნობები და მასალა, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანილია ან ახლებურად ინტერპრეტირებულია აქამდე უცნობი წყაროები თუ არტეფაქტები, დადგენილია იარაღის ტიპოლოგია და ტერმინოლოგია და მოცემულია მათი საერთო კლასიფიკაცია.
      ნაშრომი შედგება შესავლის, 10 თავის, 2 დანართისა და ლექსიკონისაგან. მას ერთვის ბიბლიოგრაფია და საძიებელი, უხვადააგაფორმებული ილუსტრაციებითა და ნახაზებით.
    შეგახსენებთ, რომ ბატონი მამუკა წურწუმია გახლავთ,სამხედრო ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, მას  საქართველოში პირველს  მიენიჭა დე რე მილიტარის  (De re Militari): შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ დაწესებული ჯონ გილინჰემის ჯილდო საუკეთესო სტატისათვის 2015 წელს. ჯონ გილინჰემი ემერიტუსი პროფესორი და ბრიტანეთის აკადემიის წევრია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის სამხედრო ისტორიის შესწავლის საქმეში. აღსანიშნავია, რომ 2013 და 2014 წლებში გილინჰემის ჯილდო არავისთვის გადაუციათ. საზოგადოებაში გაერთიანებულია პრაქტიკულად ყველა დიდი მეცნიერი, ვინც შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიაში მოღვაწეობს.