საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ თბილისის სიმბოლიკასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა, კონფერენციაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს  ისტორიკოსებმა,  მეცნიერ-მკვლევარებმა, ასევე ჰერალდიკისა და ნუმიზმატიკის სპეციალისტებმა. კონფერენციას თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც დაესწრენენ.