ადიღეს რესპუბლიკა 
დედაქალაქი    – მაიკოპი
ფართობი       –  7792
მოსახლეობა   –443 168 (2010)

 

 

ადიღეს რესპუბლიკის გერბი
           არის წრე, რომელსაც ზემოდან შემოყვება ბაფთა წარწერით 'ადიღეს რესპუბლიკა" რუსულ და ადიღეურ ენებზე. ბაფთის ცენტრში _ დიდი ვარსკვლავი, გვერდებზე მუხისა და ნეკერჩხალის ფოთლები (მარცხნივ), ოქროსფერი ხორბლის თავთავი, სიმინდის ტაროები (მარჯვნივ). წრე მთავრდება  სიტყვათა აბრევიატურით 'რუსეთის ფედერაცია~ ("Российская Федерация") - ასოებით 'რფ~ (РФ), რომლის ზემოთ გამოსახულია ნაციონალური მაგიდა -ანე პურითა და მარილით. წრის შუაში _ ნარტების ეპოსის გმირი საუსრიკიო ცეცხლივით მრინავ ცხენზე. 
ადიღეის რესპუბლიკის დროშა
           ადიღეის რესპუბლიკის დროშა წარმოადგენს მწვანე ფერის სწორკუთხა ტილოს, რომელზეც გამოსახულია 12 ოქროს ვარსკვლავი და სამი გადაჯვარედინეული ისარი, ბუნიკებით ზემოთ. დროშის სიგანისა და სიგრძის შეფარდებაა 1:2 

 

 


დროშა დამოუკიდებელი ჩერქეზეთისათვის (რის შექმნასაც ცდილობდა დიდი ბრიტანეთი) შექმნა დიდი ბრიტანეთის რეზიდენტმა დევიდ ურკვარტმა   1836 წელს. (წყარო: Борисов И. В., Козина Е. Н. Геральдика России. - М.: «Астрель», 2006. - С. 24. - 423 с.) ეს დროშა გამოიყენებოდა აგრეთვე II მსოფლიო ომის დროს პროგერმანული 'ჩრდილოეთ-კავკასიის ლიგის~ მიერ. (წყარო: ამის შესახებ წერს ვინმე სთიუართ ნოთჰოლთი (Stuart Notholt) საიტზე _ http://www.crwflags.com/fotw/flags/ru-01.html#hist_       რამდენად სწორია ეს ცნობა არ ვიცით) 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი