სომხეთის რესპუბლიკადამოუკიდებლობის დღე   - 1918 წლის 28 მაისი                                    სსრკ-დან 1991 წლის 23 სექტემბერიოფიციალური ენა            - სომხურიდედაქალაქი                  - ერევანიფართობი                      - 29 743მოსახლეობა                  - 3 299 000 (2010) 

 

 

 

 

სომხეთის გერბი
         გერბი შედგება შემდეგი ელემენტებისაგან. ფარი - ცენტრში - არარატის მთა, წარმოადგენს სომხეთის ნაციის სიმბოლოს, მის მწვერვალზე ნოეს კიდობანია, რადგან ბიბლიური ლეგენდის თანახმად კიდობანი წარღვნის შემდეგ სწორედ ამ მთაზე გაჩერდა. ფარი გაყოფილია 4 სექციად, რომლებიც სიმბოლურად სომხეთის ისტორიაში არსებულ ოთხ დამოუკიდებელ სახელმწიფოს განასახიერებს. ესაა არშაკოუნიატები, არტაშეზიანტები, ბაგრატოუნიანტები, და რუბინიანტები. არწივი და ლომი, რომლებიც ფარის უკან დგანან, სიბრძნე, სიამაყე, მოთმინება და კეთილშობილება. მრავალი ასეული წლების განმავლობაში ისინი იყვნენ სამეფო ოჯახის სიმბოლოები. ფარს ქვემოთ არის კიდევ ხუთი მნიშვნელოვანი ელემენტი. გაწყვეტილი ჯაჭვი აღნიშნავს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, მახვილი - ხელისუფლებასა და ძალას, ხორბლის თავთავი - სომხების შრომისმოყვარე ნატურას, ფრთის კალამი - სომეხი ხალხის ინტელექტუალურ და კულტურულ მემკვიდრეობას. სამფეროვანი ბაფთა აღნიშნავს სომხეთის რესპუბლიკის დროშას. 
სომხეთის დროშა
           სომხეთის დროშა ეფუძნება სომხეთის 1919 წლის ისტორიულ დროშას და წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს რომლის მხარეთა შეფარდებაა 1:2, და შედგება თანაბარი ზომის ჰორიზონტალური  წითელი, ლურჯი და ფორთოხლისფერი ზოლისაგან . 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი