საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შესათანხმებლად წარმოადგინა ემბლემის პროექტი.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და მანდატურის სამსახურის ერთობლივი კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა და დამტკიცდა ( 2022 წლის 22 დეკემბერი ბრძანება №137/ნ) სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ემბლემა. (იხ. დოკუმენტაცია)