მიმდინარეობს საიტის განახლება

სიახლეები

news-image

თავდაცვის მინისტრის ბრძანებში ცვლილებების შეტანის შესახებ, შესაბამისი დანართითა და ნიმუშებით(1,2)

15.01.2024

 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ კანონის თანახმად, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობით, 12.01.24.-დან ძალაში შევიდა ცვლილებები საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 17 ოქტომბრის - №69,  2023 წლის  29 ნოემბრის - N118, 2023 წლის 12დეკემბრის - N121,  2023 წლის 29 დეკემბრის - N138 ბრძანებში, რაც ეხება უწყების ადმინისტრაციული აქტების ბლანკებსა და ასევე თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს  ემბლემებსა და საველე ფორმების შევრონებს. იხ. შესაბამისი დანართი და ნიმუშები(1,2)

სხვა სიახლეები

27 თებერვალი, 2024

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით. ა.წ. 27 თებერვალს თბილისის მერიის საიტზე გამოქვეყნდა მონაწილეობის

19 თებერვალი, 2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (იხ. დანართი- ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები - 1 და 2)

19 თებერვალი, 2024

16. 02.24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის 2023 წლის 22 მარტის No1-1/114 ბრძანებაში და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დაამტკიცა ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (იხ. დანართი 1,2)

13 თებერვალი, 2024

12.02.24. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთერთთანამშრომლობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებით-N 27/ნ, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემის ფორმა (დანართი 1), მედიასთან საკომუნიკაციო და ბანერის ფორმა (დანართი2), ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის ბლანკის ქართული და ინგლისური ვერსია (დანართი3და 4), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი 5)