სამტრედიის მუნიციპალიტეტის გერბი
       გერბის ფარი გაყოფილია ორ ნაწილად. I ნაწილი - ლაჟვარდის ველი, უჭირავს ფარის 2/3. II ნაწილი - მწვანე ველი, უჭირავს ფარის 1/3. გერბის ფარის ცენტრში ორივე ველზე მოთავსებულია ვერცხლის მტრედი.გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - "სამტრედია". 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის დროშა 
         დროშა ჰორიზონტლურადაა გაყოფილი ორ ნაწილად. I ნაწილი - ლაჟვარდის ველზე ვერცხლის მტრედი, უჭირავს ფარის 2/3. II ნაწილი _ მწვანე ველი, უჭირავს ფარის 1/3. დროშის პროპორციაა 2:3. 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

დამტკიცებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №46 დადგენილებით, 03.10.2008.  

 

სამტრედიის გერბის შესახებ

გერბის ფარში გამოსახული არაჰერალდიკური ფიგურა მტრედი და გამოყენებული "ფერები" _ ლურჯი, მწვანე, ვერცხლით სამტრედიის მკვიდრთა ღირსებას, კეთილშობილებას, ნათელი მომავლის იმედსე, რეგიონის ხვავრიელობას განასახიერებს. გერბში მთავარი ფერების (ლურჯი, მწვანე) გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები, სადაც იმერეთის რეგიონი ფიქსირდება მწვანე ფერით. მტრედი, ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე, რომელმაც იგი სულიწმინდის ემბლემად შერაცხა, ღვთიური ნების დესპანად ითვლებოდა და ბევრ ანტიკური მისტერიაში შემოქმედი ტრიადის მესამე პირს წარმოადგენს. ამავე დროს, სამტრედიის გერბში გამოსახული ვერცხლის მტრედი დაკავშირებულია გეოგრაფიული ადგილის სახელის ტიმოლოგიასთან "მტრედი", "სამტრედე", ამიტომ ეს გერბი ე.წ. `მოლაპარაკე~ გერბთა  კატეგორიას განეკუთვნება და არაჰერალდიკური ფიგურა "მტრედი" საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურებიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით  და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "სამტრედია", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი