ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გერბი 
                 გერბის ფარის ზურმუხტოვან ველს სამ ნაწილად ყოფს ვერცხლის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელზეც მოთავსებულია მცირე ფარი _ მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხე-სიმაგრე. ოქროსგერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი  - "ზესტაფონი ".
  


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დროშა
               დროშას მწვანე ველს სამ ნაწილად ყოფს მარჯვნივ გადაბრუნებული ვერცხლის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი. დროშის პროპორციაა 2:3 

 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი რეზოლუციის ფაილი

 

  დამტკიცებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №13 დადგენილებით, 27.01.2012წ. 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი