გურჯაანის მუნიციპალიტეტის გერბი 
                  გერბის ფარი ტეხილად არის გადაკვეთილი და იყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, მეორე ნაწილს 1/3. I ნაწილი - ვერცხლის ველზე მოთავსებულია ორგუმბათიანი შავკონტურებიანი მეწამული ტაძარი. II ნაწილი - ლაჟვარდის ველზე ორი ვერცხლის ჯვარი გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი, ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - "გურჯაანი". 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის დროშა 
                დროშა გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად _ ლაჟვარდის და თეთრ ველებად. ლაჟვარდის ველს უჭირავს დროშის 2/3, რომლის მარჯვენა ზედა კუთხეში გამოსახულია ვერცხლის ორი ჯვარი. მეორე ნაწილს უჭირავს დროშის 1/3 და წარმოადგენს თეთრ ველს.  დროშის პროპორციაა 2:3.

დამტკიცებულია გურჯაანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №11 დადგენილებით, 30.04.2010წ.