ტყიბულის მუნიციპალიტეტის გერბი


              გერბის ფარი ირიბად არის სამ ნაწილად გაყოფილი - ცენტრში ზურმუხტოვანი ველი, ზემოთ ოქროს და ქვევით სევადი ველი. გერბის ფარის ზურმუხტოვან ველზე ოქროს გელათის სიმბოლოა მოთავსებული, რომლის ცენტრში ჯვარია გამოსახული. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ "ტყიბული". 
 

 ტყიბულის მუნიციპალიტეტის დროშა


              დროშა ირიბად არის სამ ნაწილად გაყოფილი - ცენტრში ზურმუხტოვანი ველი, ზემოთ ოქროს და ქვევით სევადი ველი. ზურმუხტოვან ველზე ოქროს გელათის სიმბოლოა მოთავსებული, რომლის ცენტრში ჯვარია გამოსახული. დროშის პროპორციაა 2:3

დამტკიცებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის  2012 წლის 11 ივნისის #12 დადგენილებით