თელავის მუნიციპალიტეტის გერბი 

             

თელავის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი გაყოფილია ოთხ ნაწილად.I და IV ნაწილზე - მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ფრთოსანი ცხენი.II ნაწილი - ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს ციხე-სიმაგრე ზემოდან ოქროს გვირგვინით.III ნაწილი - ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ორი ოქროს მტევანი და ვაზის ორი ოქროს ფოთოლი.

გერბის ფარი გადაკვეთილია სამი, ვერცხლის, ტალღისებური შემცირებული სარტყელით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი "თელავი.


 


თელავის მუნიციპალიტეტის დროშა 

              

დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად - მეწამულ (წითელ) და ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფრთოსანი ცხენი. დროშის პროპორციაა 2:3.

.

 

 

დამტკიცებულია თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №39 დადგენილებით, 26.03.2020 .  

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი