ჰერალდიკის სახელმwიფო საბჭოს წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით ლიტვისა და ლატვიის რესპუბლიკებში იმყოფებოდნენ.
ლიტვის რესპუბლიკის  პრეზიდენტთან არსებულ ჰერალდიკურ კომისიასთან  წინასწარი მოლაპარაკების თანახმად ხელი მოეწერა მემორანდუმს: "ურთიერთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ". ლიტვის ჰერალდიკის კომისიის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო ლიტვაში საქალაქო და მუნიციპალური სიმბოლოების  მიღება-დამტკიცების პროცედურები და შემდგომში მათი პოპულარიზაცია ქალაქებსა თუ რეგიონებში.
   ჰერალდიკის სახელმიფო საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ ლატვიის პრეზიდენტთან არსებულ ჰერალდიკური კომისიის სამუშაო სხდომას, სადაც განხილულ იქნება ლატვიის თვითმართველი ორგანოების, ტერიტორიული სიმბოლიკის (გერბი, დროშა და სხვა) შემუშავების, მიღებისა და რეგისტრაციის საკითხები. კომისიის თავმჯდომარესთან და კომისიის წევრებთან განიხილეს ლატვიისა და საქართველოს ჰერალდიკურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები.