საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლები საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სახელმწიფო გერბის ავტორი ბატონი მამუკა გონგაძე და დიზაინისა და ანალიტიკaური სამსახურის უფროსი დავით ჩხეიძე შეხვდნენ დიდი ბრიტანეთის კინგ გარტერს ტომას ვუდკოკს.შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორ ქვეყანაში არსებული და მიმდინარე ჰერალდიკური პროცესების და მათი ტენდენციების შესახებ. ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლებმა კინგ გარტერს გააცნეს ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოები, რომელთა შექმნის პროცესი წელს დასრულდა საქართველოში, თავის მხრივ ტომას ვუდკოკმა საბჭოს წევრებს გაუზიარა დიდ ბრიტანეთში უწყებრივი სიმბოლოების გამოცდილება და მათი შექმნა- ჩამოყალიბების სტანდარტები, ასევე ლონდონის საგერბო კოლეჯში დაცული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლები დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას ასევე შეხვდნენ დროშის ინსტიტუტის პრეზიდენტს და დროშის ინსტიტუტის მუდმივ წევრებს.დროშების ინსტიტუტი ბრიტანეთის პარლამენტში არსებული ჰერალდიკისა და დროშების კომიტეტის მთავარი მრჩეველი ორგანიზაციაა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დროშების გამოფენის წესებს. საბჭოს წარმომადგბენლებმა ინსტიტუტის წევრებს გააცნეს დადგენილების პროექტი,რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიზე სახელმწიფო სიმბოლოების და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოსახვის აღმართვისა და გამოფენის წესებს. პროექტმა დროშის ინსტიტუტისდიდი მოწონება  დაიმსახურა.

 

ფოტო მასალა