ჰერალდიკის საბჭოში მომზადებული საქართველოს 
სამხედრო ძალების დროშები დამტკიცდა

 

  საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ, ყოველწლიურ შეკრებაზე საქართველოს სამხედრო ძალების დროშების პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო დროშები ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ მომზადდა. 

    საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სამხედრო ძალების დროშები, საქართველოს სამხედრო ძალების დროშა, შეიარაღებული ძალების დროშა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის შტანდარტი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დროშა, საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის დროშა, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის დროშა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დროშა, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დროშა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის დროშა, სპეციალური ოპერაციების ძალების დროშა, ეროვნული გვარდიის დროშა.