საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 6 სექტემბერის N01-77/ნ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ემბლემა.
      ემბლემა წარმოადგენს მეწამული არშიით გარშემივლებულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის ველზე გამოსახულია ჯვრისა და წამლის კაფსულის სტილიზებული შერწყმით მიღებული ფიგურა. აღნიშნული ემბლემა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზეა შექმნილი. (იხ დოკუმენტაცია)


 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი