2023 წლის 3 ივნისი

 

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სიმბოლიკისათვის“ ამ თემაზე ჩაატარა ლექცია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლის მსმენელთათვის ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა გონგაძემ, რომელიც, აუდიტორიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა გიორგი ფარეშიშვილმა წარუდგინა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2023 წლის ზაფხულის სკოლის მთავარი თემაა „სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებთან“; სკოლის მსმენელები საკონკურსო წესით შეირჩნენ 13-მდე სხვა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. პროექტი მხარდაჭერილია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ.

 

ბატონმა მამუკა გონგაძემ დამსწრე აუდიტორიას წარმოუდგინა მრავალწლიანი კვლევის შედეგად მოპოვებული ისტორიული, ჰერალდიკური მასალა და გააცნო მოსაზრებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სიმბოლიკის, საქართველოს ჰერალდიკური მემკვიდრეობის საფუძველზე, შესაძლო განვითარების შესახებ.

ლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი ყურადღებიან და ინტერესიან აუდიტორიასთან აქტიური ინტერაქციის რეჟიმში წარიმართა. დასასრულს მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი