2023 წლის 22 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა გამოსცა ბრძანება სამინისტროს ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ (იხ. ნიმუში), რომლის საფუძველზეც, თავის მხრივ, სამინისტროსთან  არსებული სსიპ-ების: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (18.04.23), ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (19. 05.23) და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოთა (12.07.23) ხელმძღვანელებმა გამოსცეს  ბრძანებები ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ


საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეთანხმდა და დამტკიცდა ბლანკების ნიმუშები

 

 

საქართველოს  კანონით  - “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ (22.02.2019; 4313-IIს) და მისგან გამომდინარე, „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის შესახებ“  მთავრობის 572-ე დადგენილებით (14.12.2022) განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებამ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს: ემბლემის, დროშის, განმასხვავებელი ნიშნის, ასევე, ოფიციალური კორესპონდენციისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის, მედიასთან ურთიერთობის ბანერის შესათანხმებლად უნდა მიმართოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის  სახელმწიფო საბჭოს.

აღნიშნულ პროცედურაში მეტი თვალსაჩინოების შეტანის მიზნით, ერალდიკის  სახელმწიფო საბჭომ არაერთი სემინარი გამართა საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელთათვის. ასევე, საბჭოს თანამშრომლები აქტიურ კონსულტაციას სწევდნენ, შესათანხმებლად შემოსული დოკუმენტებისა და ნიმუშების სრულყოფისთვის.

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი