საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონ ოთარ შამუგიას ბრძანებათა საფუძველზე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, შეთანხმდა და დამტკიცდა ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი  სსიპების - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, ეროვნული სატყეო სააგენტოს და ღვინის ეროვნული სააგენტოს  სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემა;  ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები.

საქართველოს  კანონით  - “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ (22.02.2019; 4313-IIს) და მისგან გამომდინარე, „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის შესახებ“  მთავრობის 572-ე დადგენილებით (14.12.2022) განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებამ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსემბლემის, დროშის, განმასხვავებელი ნიშნის, ასევე, ოფიციალური კორესპონდენციისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის, მედიასთან ურთიერთობის ბანერის შესათანხმებლად უნდა მიმართოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის  სახელმწიფო საბჭოს.

აღნიშნულ პროცედურაში მეტი თვალსაჩინოების შეტანის მიზნითერალდიკის  სახელმწიფო საბჭომ არაერთი სემინარი გამართა საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელთათვის. ასევე, საბჭოს თანამშრომლები აქტიურ კონსულტაციას სწევდნენ, შესათანხმებლად შემოსული დოკუმენტებისა და ნიმუშების სრულყოფისთვის.

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი