13.10. 2023. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ბატონმა ჯვანშერ ბურჭულაძემ გამოსცა ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეთანხმდა და დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკები (იხ. დანართი 6 და დანართი7).

 

საქართველოს  კანონით  - “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ (22.02.2019; 4313-IIს) და მისგან გამომდინარე, „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის შესახებ“  მთავრობის 572-ე დადგენილებით (14.12.2022) განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებამ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსემბლემის, დროშის, განმასხვავებელი ნიშნის, ასევე, ოფიციალური კორესპონდენციისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის, მედიასთან ურთიერთობის ბანერის შესათანხმებლად უნდა მიმართოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის  სახელმწიფო საბჭოს.

აღნიშნულ პროცედურაში მეტი თვალსაჩინოების შეტანის მიზნითერალდიკის  სახელმწიფო საბჭომ არაერთი სემინარი გამართა საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელთათვის. ასევე, საბჭოს თანამშრომლები აქტიურ კონსულტაციას სწევდნენ, შესათანხმებლად შემოსული დოკუმენტებისა და ნიმუშების სრულყოფისთვის.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი