საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო პირველად საქართველოში მართავს ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას.  29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით კონფერენციას დაესწრებიან და წარმოადგენენ პრეზენტაციებს: ბელგიელი, კანადელი, პოლონელი, ამერიკელი, ირლანდიელი, ჩეხი, მაკედონიელი, ესპანელი, ბელარუსი ჰერალდიკოსები და ვექსილოლოგები; - მათ შორის საერთაშორისო ვექსილოლოგიური ასოციაციების პრეზიდენტი მიშელ ლუპანი.  ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია ემთხვევა 1 ოქტომბერს, მსოფლიო ვექსილოლოგიის დღეს, (WORLD VEXIDAY 2016) როდესაც მოქმედი ვექსილოლოგები და ჰერალდიკოსები სხვადასხვა ქვეყნებიდან იკრიბებიან და აღმართავენ ადგილსამყოფელი ქვეყნის დროშას, წელს ასეთ ქვეყნად შერჩეულია საქართველო.   კონფერენციის პროგრამის ფარგლებში მონაწილეები და სტუმრები  პატივს მიაგებენ საქართველოს სახელმწიფო გერბისა და სახელმწიფო დროშის ეტალონებს.  

კონფერენციის გახსნა

29 სექტემბერს 11:00 საათზე სასტუმრო „ძველი თბილისი“ ქ.წამებულის 27