საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დელეგაცია ოქტომბერში სტუმრობდა საფრანგეთს, ქალაქ პარიზს. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსთვის გადმოცემული „ლევილის მამულის" ჰერალდიკური მემკვიდრეობის შესწავლა და ფრანსუა მიტერანის სახელობის ბიბლიოთეკაში დაცული საზღვაო რუკის და მასზედ დატანილი საქართველოს დროშის შესწავლა.
   დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთა მემკვიდრეებთან, მოინახულეს ქართული ემიგრაციის სასაფლაო, გაიცნეს ლევილის მამულში დაცული ბიბლიოთეკა და ფოტომასალა.
    შეხვედრა გაიმართა ფრანსუა მიტერანის პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსთან, რომელმაც პირადად გააცნო დელეგაციის წევრებს ბიბლიოთეკაში დაცული საქართველოს დროშის ნიმუში, რომელიც დატანილია მეთხუტმეტე საუკუნის ანონიმი კარტოგრაფის საზღვაო რუკაზე.