ჩრდილოეთ ოსეთის - ალანია რესპუბლიკადედაქალაქი - ვლადიკავკაზიფართობი    - 7 987მოსახლეობა -700 858 (2010)  

 

 

 

ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიას რესპუბლიკის გერბი
           ჩრდილოეთ ოსეთის  - ალანიას რესპუბლიკის გერბი წარმოადგენს მრგვალ ფარს, რომელშიც არის ცისფერი მთაგრეხილის ფონზე ოქროს ჯიქი. ჯიქი (ლეოპარდი) გამოსახულია მშვიდ, მაგრამ ფხიზლად მდგარ პოზაში. ტანზე თეთრ ფონზე შავი ლაქები. მუცელი ლაქების გარეშე. 
ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიას რესპუბლიკის დროშა
             ჩრდილოეთ ოსეთის -ალანიას რესპუბლიკის დროშა წარმოადგენს სწორკუთხა ქსოვილს, რომელიც შედგება სამი ერთნაირი სიდიდის ჰორიზონტალური ზოლისაგან: ზედა - თეთრი, შუა - წითელი, ქვედა - ყვითელი ფერის. დროშის მხარეების შეფარდებაა 1:2 (სურათზე წარმოდგენილია დროშა რუსეთში მიღებული შეფარდებით 2:3) 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი