ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა

დედაქალაქი  – ჩერკესკი

ფართობი     – 14 277

მოსახლეობა – 427 017

 

 

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის გერბი
           ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის გერბს აქვს მრგვალი ჰერალდიკური ფორმა. ყვითელი ფონი სიმბოლურად მზიან ყარაჩაი-ჩერქეზეთს გადმოსცემს. კომპოზიციის ცენტრში იალბუზის სტილიზებული სილუეტი, რაც ნიშნავს მუდმივობას, ძალასა და დიდებას. იგი ძევს ლურჯ წრეზე, რაც სიმბოლურად მუდმივ ცასა და ლურჯ წყლებს გადმოსცემს. წრის დიამეტრი მთლიანი წრის დიამეტრთან უდრის 1:2. ორივე მხარეს როდოდენდრონის ტოტები და ყვავილებია - ყარაჩაი-ჩერქეზეთის ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური მაღალმთიანი მცენარე. ეს ყვავილები _ მშვიდობის, ჯანმრთელობის, სისუფთავის სიმბოლოებია. ქვედა ფორმა  თასს მოგვაგონებს, რომელიც სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა. თასი და პატარა წრე ცოტათი  გადიან დიდი წრის საზღვრებიდან, რაც გერბის დიდ მიმზიდველობას ქმნის 
ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის დროშა
           ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის დროშა წარმოადგენს სწორ ოთხკუთხედს  სიგრძის სიგანესთან შეფარდებით 2:1. ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის დროშა შექმნილია სამი ფერისაგან, რომლებიც მოთავსებულია სამ ჰორიზონტალურ, ერთნაირი განის ზოლში: ღია-ლურჯი - ზემოთ, მწვანე - შუაში, წითელი - ქვემოთ. მწვანე ზოლის ცენტრში, მთელ მის სიგანეზე, მოთავსებული ღია ფერის წრე (რგოლი), მასში მთებიდან ამომავალი მზე ხუთი ფართო, გაორებული და ექვსი ვიწრო, მოკლე სხივებით. დროშის გვერდების შეფარდებაა 1:2. 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი